ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე აღნიშნეს 

ლიტურგიას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად კოალიციური ძალების მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჯარისკაცები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების 22-ე და 43-ე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სააღდგომო ლიტურგია 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა მიქაელმა და 22-ე ბატალიონის კაპელანმა მამა იოსებმა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინეს.

საეკლესიო ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა ბაზაზე მყოფი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალურად ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა, კაპელანის დახმარებით, კვერცხები წითლად შეღებეს. ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო დღესასწაულები მუდამ აღინიშნება.