გიორგი გახარიამ საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა

მინისტრი ოჯახთან ერთად იყო მისული
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს სენაკში, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრმა მართლმადიდებელ მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული მონასტრიდან მიულოცა.

გახარია ოჯახთან ერთად იყო მისული და მრევლთან ერთად მონასტერში საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა.

28 აპრილს მთელი მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.