ბორჯომში ორშაბათს ტრანსპორტი უფასო იქნება

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ავტობუსები ქალაქის ცენტრიდან არდაგანის სასაფლაომდე იმოძრავებენ.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მიცვალებულთა ხსენების დღეს, 29 აპრილს შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოს გზებზე შეზღუდვები წესდება

ავტობუსები ლიკანის, ახალი უბნის, არდაგანის, ყვიბისისა და ცემისა და კორტანეთის მიმართულებით, უცვლელი განრიგით მოემსახურებიან მგზავრებს.

29 აპრილს, მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, არდაგანის ავტობუსები ქალაქის ცენტრიდან არდაგანის სასაფლაომდე იმოძრავებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას თბილისშიც უფასოდ მოემსახურება. კერძოდ, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

მართლმადიდებელი სამყარო 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.