თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე - იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა: ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მამაკაცს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.