თბილისის ცენტრში ვაკე-საბურთალოს ტრასიდან გმირთა მოედნის გადასასვლელზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. უყურეთ თვითმხილველის ვიდეოს ავარიის ადგილიდან
კვირას 28 აპრილს თბილისში ვაკე-საბურთალოს ტრასიდან გმირთა მოედნის გადასასვლელზე ასეულობით მეტრის სიგრძის საცობი წარმოიქმნა. მიზეზი კი ავტოავარია გახდა.
სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ერთ მოაჯირს შეეჯახა, შემდეგ მეორეს. დარტყმის ხმაზე ავარიის ადგილზე გამვლელები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარება.
ავტოავარია დაახლოებით 16:40 საათზე მოხდა. აღდგომასთან დაკავშირებით, ქალაქიდან ბევრი ადამიანია გასული და თბილისის გზები გადატვირთული არ არის. თუმცა, გზის სიცარიელის გამო, მაინც საჭიროა ყურადღება და სიჩქარის კონტროლი.