„ჩემთვის საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სამშობლოს გამუდმებით ვეძებ. თუ გულწრფელი ხარ, არ შეიძლება, რომ მუდამ აღფრთოვანებული იყო შენი სამშობლოთი“ - ამბობს სატელევიზიო გადაცემაში დავით მაღრაძე.
დავით მაღრაძე - პოეტი და მწერალი, წარსულში ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს კულტურის მინისტრი. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი.