„დღეს ორმა კაცმა მცემა“ : მარტოხელა დედის დაწერილ პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს გამოკითხვები, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ Facebook-ზე ერთ-ერთი მომხმარებლის, 22 წლის თეკო მიქაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყო, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვანში მოხდა.

ოჯახური ძალადობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს

პოსტის ავტორმა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით დაწერა და პოსტს თავისი მცირეწლოვანი შვილის ფოტოც დაურთო. შსს–მ რეაგირება პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში მოახდინა და გამოძიება დაიწყო. თეკო მიქაძე აცხადებს, რომ ის მისმა ყოფილმა მეუღლემ და მისი მეგობრის ოჯახის წევრებმა ის და მამამისი სცემეს. თეკო მიქაძის მამა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი მამამისმა წაიყვანა და ბავშვი სახლში სახეზე დაზიანებებით მოიყვანა. ყოფილი მეუღლის ოჯახი კი ძალადობაში მიქაძეების ოჯახს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მის შვილზე და მასზე გოგოს დედა ფიზიკურად ძალადობდა.

„ორმა კაცმა მცემა და დანიელიც დაასახიჩრეს დღეს. ამას იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ პასუხი აგებინოს სულით მოძალადე ხალხს.  იცოდეთ, როგორი კაცები არიან ვანში. პ.ს. თუ დადგინდა, რომ ბავშვს რაიმე ძალით დამართეს, ყველას ყელს გამოვჭრი ჩემი ხელით. მე სულ მოვუკლივარ ყველას, მაგრამ ჩემს შვილს არავის გავატან ესე უპატრონოდ აწი. საკუთარი მამა ვერ უვლის, რასაც ვერ ვამტკიცებ 3 წელია. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. ყველამ შეხედეთ, როგორაა დანიელი დასახიჩრებული, მერე ჩემი თავი და ხელები ნახეთ როგორ ვარ. ორი კაცი - ნიკა გიორგაძე და მისი მამა სულიკო გიორგაძე და ასევე ერთი მაგათი შინაბერა ქალი ნაზი გიორგაძე ერთად რომ მირტყამდა სამივე“, - წერს მიქაძე.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს გამოკითხვები, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.