ხმაურიანი მანგუსტი და შეშინებული ძუ ლომები – სახალისო ვიდეო

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

უცნაური დასანახია, სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საშიში არსებები როგორ უშინდებიან მინიატურულ მამაც ცხოველს.

კადრებში ჩანს, როგორ ზის ძუ ლომი მინდორში, რა დროსაც მოულოდნელად სოროდან გამოდის მანგუსტი. ლომი შიშისგან ხტება და გაკვირვებული უყურებს პატარა არსებას, სანამ მასთან მეორე ლომი არ მიდის. როდესაც მიხვდნენ, რომ საფრთხე პატარა ზომის იყო, დამშვიდდნენ, მანგუსტისგან განსხვავებით. ის ლომებისკენ შეტევაზე გადადის, მტაცებლები კი უკან იხევენ და მანგუსტისათვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავენ.