ხანძარი გუდამაყრის ხეობაში ჩააქრეს

დამწვარია ბალახი და ე.წ. ჯუჯა მცენარეები.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ხანძარი გუდამაყრის ხეობაში ლიკვიდირებულია, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ხანძარი ხუთშაბათს, საღამოს გაჩნდა და 5 ჰექტარი ფართობი მოიცვა. დაიწვა ბალახი და ე.წ. ჯუჯა მცენარეები.

ადგილზე მუშაობდა 80 მაშველი–მეხანძრე. ისინი ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ. რთული რელიეფის გამო ხეობაში ხანძართან ბრძოლის ოპერაციაში სპეცტექნიკის ჩართვა ვერ მოხერხდა.