საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები ქალების მაკონტროლებელი აპლიკაციების გაუქმებას მოითხოვენ

მობილური დანართის მეშვეობით დისტანციურადაა შესაძლებელია ქალების პასპორტების გაკონტროლებაც, ანუ აპლიკაცია იძლევა ინფორმაციას ქალის ადგილსამყოფელის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. საუდის არაბეთიდან თბილისში გამოქცეული დები, მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიები Google-ისა და Apple-სგან იმ აპლიკაციების წაშლას მოითხოვენ, რომლებითაც ქალების გაკონტროლება ხდება, იუწყება გამოცემა  Guardian-ი.

როგორც დები ამბობენ, საუდის არაბეთში ქალებს მუშაობის დასაწყებად, სამოგზაუროდ თუ დასაქორწინებლად აუცილებლად ესაჭიროებათ ოჯახის წევრი მამაკაცის ნებართვა, რომლის გაცემაც მობილური აპლიკაცია  Absher-ის მეშვეობით ხდება. 

შსს: დებს საუდის არაბეთიდან საქართველოში არაფერი ემუქრებათ

გარდა ამისა, მობილური დანართის მეშვეობით დისტანციურადაა შესაძლებელია ქალების პასპორტების გაკონტროლებაც, ანუ აპლიკაცია იძლევა ინფორმაციას ქალის ადგილსამყოფელის შესახებ.

დების თქმით, საქართველოში გამოქცევა მათ მას შემდეგ შეძლეს, რაც მამას ტელეფონი მოპარეს და აპლიკაციის მეშვეობით თავად გასცეს საკუთარ მგზავრობაზე ნებართვა. ამ თანხმობის გარეშე, მათ საუდის არაბეთის ტერიტორიის დატოვების უფლებას არ მისცემდნენ და აეროპორტიდან მიაბრუნებდნენ უკან.   

ამ დროისათვის 25 და 28 წლის მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიები შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში არიან გადაყვანილები.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, გაერო დებს იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს.