„საშინელება იქნება, თუ ქართველები გამრავლება-გაერთიანებას შეძლებენ“ - ვინ რა თქვა ჩვენზე

ჯერ კიდევ ძველი ბერძენი და რომაელი სწავლულები აღფრთოვანებით წერდნენ საქართველოსა და ქართველებზე. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის ხოტბის შესხმა მათთვის დიდ პატივად მიიჩნეოდა.
Sputnik

ვანო სულორი 

მრავალზე მრავალი საუკუნეა, ჩვენი ქვეყნითა და ჩვენი ხალხით აღფრთოვანებას ვერ მალავენ უცხოელები. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი და რომაელი სწავლულები აღფრთოვანებით წერდნენ საქართველოს სილამაზეზე, ქართველების ვაჟკაცობასა და სიქველეზე. რაც მთავარია, საქართველოზე წერა და მისთვის ხოტბის შესხმა მათთვის დიდ პატივად მიიჩნეოდა.

საქართველოში სტუმრად მყოფმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა თქვა:

„რატომ ჩამოვედი საქართველოში?! მე მინდოდა თვალებში ჩამეხედა იმ ხალხისათვის, რომელმაც ისტორიის განმავლობაში არასდროს იცოდა, თუ რა არის ზიზღი სხვა ერებისადმი“.

ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს, კიდევ ვინ და როგორ მოიხსენიებდა საქართველოს მატიენეებში, უსტარებსა თუ სხვა ნაშრომებში.