ბეროშვილი: დღემდე არის რაღაცები, რაზეც ვგრძნობ, რომ კვლავ მაქვს სხვისი ზეგავლენა

მსახიობი ილო ბეროში საუბრობს იმაზე, რამდენად ეკლესიური ადამიანია.
Sputnik

„ბავშვობიდან ყველას გვაწუხებს ფიქრი იმაზე, როგორ შეიქმნა ყველაფერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად იზრდები, რა გარემოში, რა ოჯახში. დღემდე არის რაღაცები, რაზეც ვგრძნობ, რომ კვლავ მაქვს სხვისი ზეგავლენა. მე ვთვლი, რომ რელიგიური ვარ, მაგრამ არა ეკლესიური“, – ამბობს ილო ბეროშვილი.

მსახიობის თქმით, რელიგიის ირგვლივ აქვს ბევრი კითხვა, რაც შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში რაღაცებთან. ამიტომ ნახა მოძღვარი, რომელიც ამ კითხვებზე ლოგიკურ პასუხებს გასცემდა და მის ინტერესებს დააკმაყოფილებდა.