როგორი ამინდი იქნება აღდგომას თბილისში

დედაქალაქში დღისით 21 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. თბილისში კვირას, 28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე უმპირატესად მზიანი და თბილი ამინდი იქნება.

ტემპერატურა ღამით +11 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:02 საათზე ამოვა და 19:55 საათზე ჩავა.