ქართველმა ჩოგბურთელმა უნგრეთის ტურნირი მოგებით დაიწყო

მეოთხედფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 15 ათასი ევრო გამოიმუშავა
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР რეიტინგის მე-18 ნომერი) АТР-250 სერიის ტურნირზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ტურნირი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარეობს.

Hungarian Open ტურნირის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი (85) სამ სეტში დაამარცხა – 6:3, 0:6, 6:3. მატჩი ერთ საათსა და ოც წუთს გაგრძელდა.

რამ განაპირობა ნიკოლოზ ბასილაშვილის АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითება

პირველი და მესამე პარტიები ბასილაშვილმა ძალიან კარგად ჩაატარა და ჯამში ოთხი ბრეიკი მოიპოვა. მეორე სეტმა კი ბევრი კითხვა გააჩინა. ქართველი თავის თავს არ ჰგავდა და პარტია ნულზე წააგო.

ტურნირის ¼ ფინალში გასვლამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და 15 ათას ევროზე ცოტა მეტი ფულადი ჯილდო მოუტანა. ნახევარფინალში მოსახვედრად ქართველი ჩოგბურთელი დაუპირისპირდება იანიკ სინერი (იტალია, 314) - ლასლო დერიეს (სერბეთი, 33) წყვილის გამარჯვებულს.

Hungarian Open ტურნირის საპრიზო ფონდი 586 ათასი ევროა, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იტალიელი მარკო ჩეკიტანოა.