ყვითელი ამბები

„მამაჩემი ლოთი იყო" - ნუკი კოშკელიშვილი შვილის აღზრდაზე რეზონანსულ ისტორიას მოყვა

ნუკიმ საკუთარ ბიჭუნასთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა Instagram-ზე წარწერით „ჩემი საუკეთესო მეგობარი!“ და რეზონანსული პოსტიც დაურთო, რომელსაც მრავლად მოჰყვა კომენტარები
Sputnik

მოდელი და ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საკმაოდ ყურადღებიანი დედაა, გამუდმებით ცდილობს შვილს სითბო და ყურადღება არ მოაკლოს.

ნუკი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა თუ პოსტებს, რომლებშიც გულახდილად საუბრობს დედაშვილობის თემაზე.

სულ ახლახან საკუთარ ბიჭუნასთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა Instagram-ზე წარწერით „ჩემი საუკეთესო მეგობარი!“ და რეზონანსული პოსტიც დაურთო, რომელსაც მრავლად მოჰყვა კომენტარები.