„თბილისში ორი დღის განმავლობაში – 28 და 29 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს. 28 აპრილს იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი, ხოლო 29 აპრილს – 80“, – აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.
დირექტორის განმარტებით, თბილისის მეტრო აღდგომის ღამეს 27 აპრილის 24:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, დროის ამ პერიოდში მეტროთი მგზავრობა იქნება უფასო.