ლაბრადორმა საჩუქრად ლეკვი მიიღო და ემოციები ვერ შეიკავა - გულისამაჩუყებელი ვიდეო

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

ემოციური ძაღლი ასეთ უჩვეულო საჩუქარს აღფრთოვანებით შეხვდა და ერთ კვირაში 15 მილიონზე მეტი ნახვაც მოაგროვა.

კადრებში ჩანს, როგორ დგას შავი ლაბრადორი არდენის წინ პატარა ყუთი. ძაღლი მას ყნოსვას უწყებს, რა დროსაც შიგნით მჯდომი ლეკვი ყუთს თავს ხდის. ამის დანახვაზე არდენი იწყებს კუდის ქიცინს, შემდეგ კი სიხარულისგან ხტუნვასა და თამაშზე გადადის.

რადგან ვიდეო მომენტალურად პოპულარული გახდა და მილიონი ნახვა მოაგროვა, ძაღლების პატრონმა მოგვიანებით თქვა, რომ არდენი მალევე დამშვიდდა, ახლა ის და მისი საჩუქარი საუკეთესო მეგობრები არიან - ძინავთ, ჭამენ და თამაშობენ ერთად.