თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. გუდამაყრის ხეობაში ბალახი და ბუჩქები იწვის, აცნობეს „Sputnik -საქართველოს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძარი 5 ჰა ფართობზეა გავრცელებული და მას 15 მეხანძრე– მაშველი სპეციალური აღჭურვილობით აქრობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ადგილამდე მისვლა ფეხით უწევთ, ვითარებას ართულებს ძლიერი კვამლიც.
ტერიტორია, რომელიც ამჟამად იწვის, დასახლებულ პუნქტებთან მოშორებით მდებარეობს.