ავარია შინდისში: ამოყირავებული „მერსედესი“ და დაშავებული ხუთი მოზარდი

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სოფელ შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„თავს ვერ ვპატიობ“ – ცნობილმა ავტომრბოლელმა ავარიაში ვაჟი დაკარგა

ავარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯერ ბოძს, შემდეგ კი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ხუთივე მოზარდი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.