შემთხვევა ავტოსამრეცხაოში: ყველამ თავის ტრანსპორტს მიხედოს

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

კადრებში ჩანს ურემში შებმული ცხენი, რომელიც მისმა პატრონმა ავტოსამრეცხაოზე შეიყვანა დასაბანად. როგორც ჩანს, ცხენისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, რადგან ის ძალიან მშვიდად დგას სამრეცხაოს მოწყობილობების ხმაურში და აუღელვებლად იღებს „ცივ შხაპს" მაღალი წნევით.