მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ ელექტროძაბვის ხაზები დაიწვა

ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია, მეტროსადგურის მოედანზე, პირველი ხაზის მხარეს გაჩნდა.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროს სადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე დაზიანებულ ელექტროსადენებზე ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ დაიწვა ელექტროძაბვის ხაზები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თბილისის მეტრომ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა

როგორც პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, სადგურებიდან მგზავრები გაიყვანეს და სადენის შესაკეთებლად გასულია ტექნიკური ჯგუფი.

მათი ინფორმაციით, 10-15 წუთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება, კერძოდ, სადგურის მოედანი-ვარკეთილისა და ვარკეთილი-სადგურის მოედნის მიმართულებით.

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს. რაც შეეხება მიმართულებებს სადგურის მოედანი-ახმეტელი და ახმატელი-სადგურის მოედანი, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოძრაობა.