მამა პეტრე კოლხი: წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ღვთაებრივი დღესასწაულია

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის სააღდგომოდ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე საუბრობს.
Sputnik

 

„ხალხს სჭირდება ღვთის სასწაულები, რათა ირწმუნოს. უფალმა 21-ე საუკუნეშიც კი დაუშვა ღვთაებრივი სასწაული წმინდა ცეცხლის სახით, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რათა ადამიანი განმტკიცდეს და ღმერთთან ახლოს მივიდეს. ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა მანიშნებელია იმისა, რომ ადამიანმა უნდა ირწმუნოს უფლის ჭეშმარიტების“, – ისაუბრა მამა პეტრემ.

დეკანოზის თქმით, იმისათვის, რომ ჩვენ ღმერთი ვირწმუნოთ, არ გვჭირდება სასწაულები, თუმცა, მიუხედავად ამისა, უფალი მაინც ახდენს სასწაულებს, რათა ისე აღვდგეთ სულიერად, როგორც ქრისტე აღდგა მესამესა დღესა მკვდრეთით.