ლევან ჯიბღაშვილი: არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი გლდანის დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ დაკავების დეტალებზე საუბრობს.
Sputnik

„მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ჩემია. დანარჩენ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაჟღერებ. ჩემთან ერთად ბევრი ადამიანის ფოტოს ნახავთ ინტერნეტ-სივრცეში გამომდინარე ჩემი ძალიან დიდი კონტაქტებიდან და კომუნიკაციებიდან. შეიძლება ითქვას, ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო. მე ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არც ერთ ნაბიჯზე არ მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით. მით უმეტეს, როცა შეცდომა დავუშვი, უფრო არ ვისარგებლებდი“, – ამბობს ლევან ჯიბღაშვილი.

მსახიობი ორი დღის წინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ჯიბღაშვილმა უარ­ყო გავრცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს დაკავების მო­მენ­ტში თბილისის მერთან კახა კა­ლა­ძეს­თან და­რეკ­ვას ითხოვ­და.