თბილისის მეტროს პირველი ხაზი ამუშავდა

მეტროსადგურებში მგზავრებს უკვე უშვებენ
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ ელექტროძაბვის ხაზები დაიწვა

მეტროსადგურებში მგზავრებს უკვე უშვებენ.

დღეს თბილისის მეტროპოლიტენის პირველმა ხაზმა მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. მიზეზი კი მეტროსადგურ „გოცირიძის“ მოედანზე არსებულ ელექტროსადენებზე გაჩენილი ხანძარი იყო.

მეტროსადგურის საბურთალოს ხაზი შეუფერხებლად მუშაობდა.

თბილისის მეტროპოლიტენი სულ ორი ხაზისგან და 23 მოქმედი სადგურისგან შედგება.