ტერაქტი ქრისტიანების წინააღმდეგ შრი-ლანკაზე: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

Sputnik

შრი-ლანკაზე კათოლიკური აღდგომის აღნიშვნის დროს ტერაქტები მოხდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში შედეგების სურათები შემთხვევის ადგილებიდან.

კვირას, კათოლიკური აღდგომის დღეს შრი-ლანკაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. პირველი ექვსი აფეთქება ქვეყნის სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე – კუნძულის დასავლეთ ნაწილში, მერვე კი – დედაქალაქ კოლომბოს გარეუბნის საცხოვრებელ კომპლექსში. ბოლო მონაცემებით, რვა აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 290-ს მიაღწია, მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ნიდერლანდების, აშშ-ის, თურქეთის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავებულია დაახლოებით 500 ადამიანი.

მეორე დღეს შრი-ლანკის დედაქალაქის ერთ-ერთ ეკლესიასთან ახლოს კიდევ ერთი აფეთქება გაისმა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გამნაღმველები აღმოჩენილი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ.

 

1 / 15
შრი-ლანკაზე კვირას, კათოლიკური აღდგომის აღნიშვნის დროს რვა აფეთქება მოხდა
2 / 15
პირველი ექვსი აფეთქება სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა
3 / 15
მეშვიდე აფეთქება კუნძულის დასავლეთით მოხდა, მერვე კი - კოლომბოს გარეუბნის საცხოვრებელ კომპლექსში
4 / 15
თვითმხილველის მიერ გადაღებული აფეთქება წმინდა ანტონიას სახელობის ეკლესიასთან მომხდარი
5 / 15
რვა აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 290-ს მიაღწია
6 / 15
დაღუპულთა შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ნიდერლანდების, აშშ-ის, თურქეთის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები
7 / 15
დაშავებულია დაახლოებით 500 ადამიანი
8 / 15
შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ მაშველები და პოლიციელები
9 / 15
ეკლესიისა და სასტუმროების ტერიტორიები, სადაც აფეთქებები მოხდა, პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული
10 / 15
შემდეგ დღეს კოლომბოში ეკლესიასთან ახლოს კიდევ ერთი აფეთქება გაისმა
11 / 15
ეკლესიასთან ახლოს, რომელშიც კვირას ტერაქტი მოხდა, აფეთქდა სატვირთო
12 / 15
შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც გამნაღმველები აღმოჩენილი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ
13 / 15
ადგილობრივი მედიის მონაცემებით, შეტევები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს
14 / 15
შრი-ლანკის პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა აფეთქებებთან დაკავშირებით
15 / 15
გლოვასთან დაკავშირებით შრი-ლანკაზე ყველა სააღდგომო ღვთისმსახურება შეწყდა