მსოფლიო დღეს

რომში 44 წლის ქართველი მაროკოელმა დაჭრა

ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. იტალიის დედაქალაქ რომში საქართველოს 44 წლის მოქალაქე დაჭრეს, იუწყება იტალიური მასმედია.

საქართველოს ნახევრადშიშველი მოქალაქე იტალიის ერთ-ერთ ბარში ადამიანებს ნიჩბით დაესხა თავს

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შემთხვევა 20 აპრილს რომში, პიაცა დე ჩინკესენტოს მოედანზე მოხდა. N64 სამგზავრო ავტობუსში ერთმანეთს წარმოშობით მაროკოელი და საქართველოს მოქალაქე დაუპირისპირდნენ, რა დროსაც მაროკოელი ქართველს დანით თავს დაესხა და ყელის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა. ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს ბრალი. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცივი იარაღი.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს ორივე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.