პოლონეთში წამსვლელთათვის: ზაფხულში ბათუმსა და ვარშავას პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს

პოლონური ავიაკომპანია Enter Air ბათუმში ოთხშაბათობით იფრენს
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. პოლონური ავიაკომპანია Enter Air-ი 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე ვარშავა-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიები: ვინ ლიდერობს ქართულ ბაზარზე >>

ვარშავასა და ბათუმს შორის ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის თვითმფრინავებით ყოველ ოთხშაბათს შესრულდება. სულ 18 რეისია დაგეგმილი.

დღეისათვის არსებობს პირდაპირი ავიამიმოსვლა ვარშავასა და თბილისს შორის. რეისები დღეში ერთხელ სრულდება.

2019 წლის პირველ კვარტალში გასულ წელთან შედარებით პოლონეთიდან საქართველოში 79%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.

პოლონეთში წამსვლელთათვის: ზაფხულში ბათუმსა და ვარშავას პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს