რომელი სიზმრები გვაუწყებს სიკვდილს – მეცნიერული კვლევა

ექიმების ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ შეეფასებინათ პაციენტების მიერ ნანახი სიზმრების სიხშირე, მათი შინაარსი და დაედგინათ, რა კავშირი ჰქონდა ამ ფაქტორებს სიკვდილის მოახლოებასთან
Sputnik

ამერიკელი მეცნიერები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ბუფალოს ჰოსპისში მომაკვდავ პაციენტებს. სწავლულთა ჯგუფი პროფესორ კრისტოფერ კერის ხელმძღვანელობით პერიოდულად ატარებდა გამოკითხვას ნანახი სიზმრების შესახებ და ავადმყოფების მონათხრობს იწერდა.

ამ გზით მათ 13 ათასზე მეტ დოკუმენტს მოუყარეს თავი და შეისწავლეს ისინი, კვლევის შედეგები კი ჟურნალ The National Center for Biotechnology Information-ში (NCBI) გამოაქვეყნეს.

ექიმების ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ შეეფასებინათ პაციენტების მიერ ნანახი სიზმრების სიხშირე, მათი შინაარსი და დაედგინათ, რა კავშირი ჰქონდა ამ ფაქტორებს სიკვდილის მოახლოებასთან.