დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე: წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი ქრისტიანული ტრადიციაა

ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი დავითი (ხაჭაპურიძე) „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის წითელი კვერცხის, პასკისა და ჯეჯილის მნიშვნელობაზე საუბრობს.
Sputnik

„კვერცხი, ზოგადად, სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმულმა მაცხოვარმა სისხლით გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. პასკა აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა“, – ისაუბრა მამა დავითმა.

დეკანოზის თქმით, მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.