მსოფლიო დღეს

სახიფათო შოკოლადი და საღეჭი რეზინა: საფრანგეთმა კანცეროგენული დანამატი აკრძალა

ერთი რამ დანამდვილებითაა ცნობილი, რომ აღნიშნულ დანამატს არ გააჩნია არანაირი კვებითი ღირებულება და, ამასთან, არ ახანგრძლივებს პროდუქტის ვარგისიანობის ვადას.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საფრანგეთმა აკრძალა საკვები დანამატი, რომელიც არაერთ პროდუქტში გვხვდება, მათ შორის, საღეჭ რეზინში, შოკოლადის სარკალში („გლაზური“), საკუთრივ შოკოლადში, კბილის პასტაში, საღებავსა და სხვა პროდუქტებში, იუწყება The Daily Mail-ი.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დანამატი E171 სახიფათოა მისი კანცეროგენულობის გამო. ეს არის საკვები მათეთრებელი, რომელიც ნაწლავების კედლებიდან ფილტვებსა და ღვიძლში აღწევს და კიბოს იწვევს.