ნინო სურგულაძე: ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ეს იყო უდიდესი ერთგულება

ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე დედაზე საუბრობს.
Sputnik

„დედაჩემი არის ჩემი უახლოესი მეგობარი. მე არ მეგონა, რომ დედა ასეთი მეგობარი იქნებოდა, რადგან ჩვენ შორის არის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა. როცა პატარა ვიყავი, ეს მაშინ უფრო იგრძნობოდა. მისი მოწოდება, რომ ვისწავლო, ასე უნდა მოვიქცე, ისე არ უნდა მოვიქცე, ცოტა მღლიდა. დღეს, ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ერთგულება, უდიდესი ღვაწლი“, – ამბობს ნინო სურგულაძე.

ცნობილი მომღერლის თქმით, თუ დღეს რამეს წარმოადგენს, ეს მისი მშობლების დამსახურებაა.