მსოფლიო დღეს

ტერორისტული შეტევა შრი-ლანკაზე: დაიღუპა 180 ადამიანი

მედია მიიჩნევს, რომ აფეთქებები შრი-ლანკაზე თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. კვირას შრი-ლანკაზე მერვე აფეთქების ხმა გაისმა, იუწყება РИА Новости სააგენტო France-Presse-ზე დაყრდნობით.

ტერორისტული შეტევა შრი-ლანკაზე: დაიღუპა 180 ადამიანი

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კოლომბოს და ქვეყნის სხვა ნაწილებში კათოლიკურ ეკლესიებსა და სასტუმროებში აღდგომის დღესასწაულის დროს შვიდი აფეთქება მოხდა. დაღუპულთა რაოდენობამ 180-ს გადააჭარბა, 500-მდე ადამიანი დაშავდა.

ტელეარხ News 1st-ის ინფორმაციით, აფეთქება კოლომბოს გარეუბან დემატაგოდში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა.

რატომ გამოიყენეს ახალ ზელანდიაში ტერორისტებმა ქართული წარწერა?

ტელევიზიის მონაცემებით, გავრცელდა ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ მეზობელ შენობაში, სამართალდამცველები ამ შენობას ამოწმებენ.

აფეთქებები შრი-ლანკაზე სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Daily Mirror გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

ამჟამად ეჭვმიტანილების ეროვნება უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.