თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 23 აპრილს ღრუბლიან ამინდს და მცირე წვიმას ვარაუდობენ.
მზე 06:09 საათზე ამოვა და 19:49 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +7 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.