ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით დაიკეტა

გზებზე აკრძალვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა 11:00 საათიდან ორივე მიმართულებით აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეზღუდვები ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო დაწესდა.

მლეთა-გუდაურის (სოფელ  ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.