მსოფლიო დღეს

ყაზახეთში ავტობუსი გადაბრუნდა - ბევრი დაღუპულია

მგზავრებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა მას შემდეგ, რაც სხვა ავარიის ადგილის არიდებას შეეცადა
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ყაზახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 29 დაშავდა, იუწყება РИА Новости ყაზახეთის შსს-ზე დაყრდნობით.

ავტოავარია კორდაისკის რაიონის ჟამბილსკის ოლქში ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა. ალმათი-ტაშკენტის ტრასის 181-ე კილომეტრზე Toyota Camry გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

ავტობუსის მძღოლმა, რომელიც უკან მოდიოდა, შეჯახების არიდების მიზნით გააკეთა მანევრი, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი გადაბრუნდა.

ბოლო მონაცემებით, ადგილზე დაიღუპა რვა ადამიანი, კიდევ სამი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულებიდან შვიდი ყაზახეთის მოქალაქეა, სამი - უზბეკეთის მოქალაქეა, ერთი დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბრალდებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.