ვის მოემსახურება უფასოდ კობი-გუდაურის საბაგირო

ავტომაგისტრალის კობი-გუდაურის მონაკვეთზე უამინდობამ კვლავ პრობლემები შექმნა
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ სოფელ კობისა და კურორტ გუდაურის მოსახლეობას ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელი საბაგიროთი უფასო მომსახურება შესთავაზა, იუწყება პირველი არხი.

ბოლო დროს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის კობი-გუდაურის მონაკვეთზე პრობლემები გახშირდა. ამის მიზეზი კი თოვა და ქარბუქია, როგორც ეს ხშირად ხდება ზამთარში. შაბათს მეტეოროლოგიური პირობები კვლავ გაუარესდა და ხუთშაბათს გახსნილი გზა კვლავ დაიკეტა.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა >>

გუდაურისა და კობის დამაკავშირებელი საბაგირო 2019 წელს გაიხსნა. მისი სიგრძე 7,5 კილომეტრია. დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე სამი გადაჯდომის გაკეთებაა საჭირო. ერთი მიმართულებით მგზავრობის დრო დაახლოებით 40 წუთია.