საქართველოს რკინიგზა მსურველებს ბილეთების შეძენას მობილური აპლიკაციით ურჩევს

აპლიკაციით შესაძლებელია სასურველი ადგილის არჩევა.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს რკინიგზა მსურველებს ბილეთების შეძენას ახალი მობილური აპლიკაციის გამოყენებით სთავაზობს, იუწყება ქართული მედია.

რამდენდღიანი არდადეგები ექნებათ მოსწავლეებს სააღდგომოდ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მგზავრთნაკადი გაიზარდა და შესაბამისად დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვებგვერდებზე - railway.ge; tkt.ge; biletebi.ge; matarebeli.ge ბილეთების შეძენა შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ასევე სამგზავრო დოკუმენტების შეძენა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებით და matarebeli.ge-ს მობილური აპლიკაციით.

აპლიკაციია სასურველი ადგილის არჩევის შესაძლებლობას იძლევა.

2019 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 28 აპრილს აღნიშნავს, 21 აპრილს კი ბზობას.