ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ბათუმში ორსართულიანი ბარაკის ტიპის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 400 კვ. მეტრი ფართი დაიწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტელევიზიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კომახიძის 1 ნომერში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი მეორე სართულზე 08:00 საათზე გაჩნდა. ერთ საათში მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა

სახლში, რომელშიც 10-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დამწვარია მეორე სართული და პირველი სართულის ნაწილი. დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს, მოგვიანებით მათ ქირით გაიყვანენ. ადგილზე ქალაქის მერი იმყოფებოდა. მისი თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.