„საქართველოს ბანკის" ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდნენ

სამართალდამცველებმა 46 წლის მამაკაცი დანაშაულის ადგილზე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი „საქართველოს ბანკის" ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.