ფსიქოლოგი ჯაფარიძე: მშობლის ასეთი ქცევა ბავშვში დიდ აგრესიას იწვევს

ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე საუბრობს, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს მშობლების ტელეფონზე დამოკიდებულება ბავშვების ფსიქიკაზე.
Sputnik
ფსიქოლოგი ჯაფარიძე: მშობლის ასეთი ქცევა ბავშვში დიდ აგრესიას იწვევს

„უმეტესწილად მშობელი ბავშვს უკრძალავს ტელეფონით თამაშს, ხოლო თვითონ „სქროლავს“. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ კომუნიკაცია აკლია, არამედ სულ წყვეტილი კომუნიკაციაა. მშობელი იწყებს ბავშვთან ურთიერთობას, შემდეგ ტელეფონს იღებს და წყვეტს ურთიერთობას, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ აგრესიას იწვევს ბავშვში. იწვევს იმის განცდას, რომ ის არ არის საინტერესო და მშობლისთვის მთავარი. არა მხოლოდ მცირეწლოვანებთან, მოზარდობის ასაკშიც უმნიშვნელოვანესია მშობელსა და ბავშვს შორის სისტემატური კონტაქტი“, — ამბობს ელენე ჯაფარიძე.

ფსიქოლოგის თქმით, კონტაქტი არის ის, რაც ავითარებს შვილსა და მშობელს და ქმნის ურთიერთობას მათ შორის. წყვეტილი კონტაქტი კი განვითარების სერიოზული შემაფერხებელი მიზეზია.