ბერძენიშვილი: ციხეში ის გადარჩება, ვისაც იუმორის გრძნობა აქვს
© Sputnik
„ტანჯვის ელემენტები ყოველთვის ახლავს ყველა პატიმრობას. ჯერ ერთი, ამ დროს საკმარისი კონტაქტი არ არის გარე სამყაროსთან, მერე ფიქრობ, როგორ არიან, რას შვრებიან ოჯახის წევრები და ა.შ. ვისაც ცოლი ჰყავს, ეს კიდევ ცალკე უბედურება და ტრაგედიაა. ძალიან გულდამშვიდებული და თავში დარწმუნებული უნდა იყო. ასეთი კი არავინ არის. ამიტომ ძირითადად გადარჩებიან ხოლმე ისინი, ვისაც იუმორის გრძნობა აქვს“, — ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის თქმით, თუ ადამიანი დაიჯერებს, რომ პატიმრობა არ არის ტრაგედია, ეს ძალიან დაეხმარება პრობლემის გადალახვაში.