ყვითელი ამბები

როგორ ისვენებენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ევროპაში – რომანტიკული ფოტოები

ახლად დაოჯახებული ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის მიმართ ყურადღება არ ნელდება.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელი, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეარხ „იმედის“ პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე ევროპაში ისვენებენ.

„მის საქართველო 2011“ თხოვდება>>

ნიშნობის შემდეგ წყვილი ავსტრიაში გამართულ ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო, სადაც ჯანეტ ქერდიყოშვილს ლაშა ჯოხაძის მიერ შექმნილი დახვეწილი კაბა ემოსა.

როგორ ისვენებენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ევროპაში – რომანტიკული ფოტოები

როგორც Instagram Story-სა და ფოტოების მეშვეობით ირკვევა, რომანტიკული დღეების გატარება წყვილმა იტალიის ქალაქ ფლორენციაში გადაწყვიტა.

როგორ ისვენებენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ევროპაში – რომანტიკული ფოტოები

ფოტოზე თანდართული წარწერები #dreamboy და #loveistheanswer მეტყველებს წყვილის შეხმატკბილებულ ურთიერთობაზე.

როგორ ისვენებენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ევროპაში – რომანტიკული ფოტოები

საზოგადოებამ ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ნიშნობის შესახებ 10 აპრილს სოციალური ქსელის მეშვებით გაიგო.

როგორ ისვენებენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ევროპაში – რომანტიკული ფოტოები

ჯანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 19 წლის ასაკში „მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში (უკრაინა), ასევე იყო ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „მის საქართველო 2015"-ის კონკურსის დღიურების" წამყვანი. ბოლო დროს ცხოვრობდა მილანში, სადაც მოდისა და დიზაინის კერძო იტალიურ სკოლა Istituto Marangoni-ში მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა.