იმერეთში 64 წლის ქალი ჰეროინით დააკავეს

დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 64 წლის ქალის პირადი ჩხრეკისას 327 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მეორე დაკავებულს, 51 წლის მამაკაცს კი ორ შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ფხვნილი აღმოაჩნდა.
ბრალდებულებს რვიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.