ვაკანსიები შშმ პირებისათვის: თბილისში ფორუმი გაიმართება

ფორუმის მიმდინარეობისას, შშმ პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. „თბილისი მოლში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებითა და „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით 19 აპრილს 13:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე – worknet.gov.ge

ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.

ფორუმის მიზანია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე 20-ზე მეტი დამსაქმებელი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, ილიას უნივერსიტეტი, სასტუმრო „შერატონი“, „აჭარა ჯგუფი“, „ემ გრუპი“ და სხვა.