მეგობრობა თუ სიყვარული: გუფი და ქეთა თოფურია შერიგდნენ

რეპერი გუფი და მომღერალი ქეთა თოფურია 2018 წლის ბოლოს დაშორდნენ. მას შემდეგ არ ცხრება ჭორები მათ ურთიერთობებზე.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. რუსი რეპერი გუფისა და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას ურთიერთობები, შესაძლოა, ისევ განახლდა. ამაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს.

გუფი თოფურიასთან განშორების შესახებ: ქეთი სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება

ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის ქეთა თოფურიასა და ალექსი დოლმატოვის (გუფის) რომანის დასრულების შესახებ ცნობილი 2018 წლის ბოლოს გახდა. როგორც რუსულ მასმედიაში წერდნენ, ეს გუფის ღალატის გამო მოხდა.

მას შემდეგ გუფი ინტერვიუებში მუდმივად საუბრობდა ქეთას სიყვარულზე და მის შესახებ ტრეკებსაც წერდა. ქეთა კი გუფთან განშორებას დიდხანს არ ეხმაურებოდა, მხოლოდ მარია მალნიკოვასთან ინტერვიუში გახსნა კარტი და აღნიშნა, რომ მათ ცხოვრების განსხვავებული სტილი ჰქონდათ და რომ მას გუფი ძალიან უყვარდა.

ბოლო ხანებში ქეთასა და გუფის ურთიერთობები კვლავ აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში. გუფმა Instagram-ში გამოაქვეყნა სკრინი ვიდეოჩატიდან, სადაც, თუ კარგად დააკვირდებით, ჩანს, რომ ფოტოზე თოფურიაა.

მეგობრობა თუ სიყვარული: გუფი და ქეთა თოფურია შერიგდნენ

გარდა ამისა, ორი კვირის წინ ქეთამ კომენტარი დატოვა გუფის Instagram-ში ფოტოზე ტრეკისთვის Пусто, რომელიც ქეთას ეძღვნება. მომღერალი მხოლოდ ემოციით შემოიფარგლა – გატეხილი გული და გასაღები. ახლა ფანატები მსჯელობენ, თუ რას ნიშნავს ეს.

აი, ეს მესმის: ქეთა თოფურია ბალიზე გუფის ყოფილ ცოლთან ერთად ერთობა>>

თაყვანისმცემლები წყვილს ურთიერთობების განახლებას უკვე ულოცავენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აღადგინეს მათ კავშირი, თუ უბრალოდ მეგობრობით შემოიფრგლებიან.