მიშა ფეიქრიშვილი: ადამიანების დაუდევრობას ოზურგეთში ხანძრების სერია მოჰყვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ხანძრებზე საუბრობს.
Sputnik
მიშა ფეიქრიშვილი: ადამიანების დაუდევრობას ოზურგეთში ხანძრების სერია მოჰყვა

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოთხი ხანძარი იყო, როდესაც კონკრეტული ადამიანების მიერ საკუთარი მიწის ნაკვეთების დასუფთავების მიზნით გაჩენილმა ცეცხლმა მიიღო მასშტაბური ხასიათი, გადავიდა სხვა ტერიტორიებზე და ხანძარი გავრცელდა 30 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიაზე. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების დაუდევრობა იწვევს სავალალო შედეგს“, — აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.

ფეიქრიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს მართებთ მეტი პასუხისმგებლობა, რათა ხანძრის გავრცელების საფრთხე არ შექმნან და დროულად დაუკავშირდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურს.