მტკვარმა 27 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ახალგაზრდა მამაკაცს მაშველები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მტკვარმა 27 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

მაშველები მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მამაკაცს მაშველები ერთ კვირაზე მეტია ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

თვითმხილველმა დაინახა, როგორ გადახტა მამაკაცი მტკვარში და აღნიშნული ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინა.

ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების სამ წლამდე ვადით შეზღუდვით, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.