ვერ გადაარჩინეს: გოგონა, რომელიც კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

16 წლის გოგონა საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. გოგონა, რომელიც რუსთავის მე-20 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

16 წლის გოგონა ტრავმული შოკითა და მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.