საქართველოს ულამაზესი წყვილი: მოულოდნელი ბუმი სოციალურ ქსელში

ამბობენ, რომ საქართველოში ყველაზე ლამაზი ოჯახი ვართ. თურმე რუსეთის ყველაზე პოპულარულ გამოცემებში დაიბეჭდა ჩვენზე და ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ეს მოულოდნელიც იყო და ძალიან სასიხარულოც...
Sputnik

ულამაზესი წყვილი, რომელზეც დღეს გიამბობთ, ბათუმიდანაა. ისინი სულ ახლახან რუსული მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ერთ–ერთმა პოპულარულმა გამოცემამ ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარა.

მარიამ შუკაკიძე დიზაინერია, დათო ბოლქვაძე — მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.

როგორ აღნიშნავს წყვილი სიყვარულის დღეს და რა არის მათთვის ცხოვრებაში მთავარი, ამის შესახებ მარიამი გვესაუბრა.