მსოფლიო დღეს

ქრისტეს ეკლის გვირგვინს ცეცხლი უტევს: ემუქრება თუ არა საფრთხე რელიკვიებს

აღსანიშნავია, რომ 1239 წლიდან ტაძარში დაცულია რელიკვია, რომელიც ქრისტეს ეკლის გვირგვინადაა აღიარებული. 
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიქვიებს, სადაც ამ დროისათვის ძლიერი ცეცხლი მძვინვარებს, საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა ტაძრის წარმომადგენელმა ანდრე ფინომ. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ალში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მისი თქმით, „ყველა წმიდა საგანი საცავშია და მათ არაფერი ემუქრება“.

აღსანიშნავია, რომ 1239 წლიდან ტაძარში დაცულია რელიკვია, რომელიც ქრისტეს ეკლის გვირგვინადაა აღიარებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის უკვე დაიწყო გამოძიება ცეცხლის გაჩენის ფაქტზე. 

გარდა ამისა, ამ წუთებში მეხანძრეები იტყობინებიან, რომ ვერტმფრენებიდან ხანძრის ჩაქრობამ შესაძლოა მთელი შენობის ნგრევა გამოიწვიოს.